ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ზოგადი აღწერა
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), არის ბუღალტრული აღრიცხვის გლობალური სტანდარტების კრებული, რომელიც შემუშავებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ საჯარო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად. მსოფლიოში ქვეყნების დიდი ნაწილი იყენებს მას, როგორც დამკვიდრებულ სტანდარტს, მათ შორის არის საქართველოც.
ფასს-ების გამოყენება დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური ინფორმაციის ხარისხის, შესადარისობისა და გამჭვირვალობის გაზრდაში. მათი სწორად გამოყენება გაზრდის თქვენი კომპანიის სანდოობას და გააუმჯობესებს წვდომას საკრედიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ფინანსური ანგარიშგების პროცესისადმი ნდობისა და ფინანსური ინფორმაციის მთლიანობის შესანარჩუნებლად ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ხარისხსა და გამოცდილებას. პროფესიული სტანდარტები რეგულარულად იცვლება. გარეშე თვალისთვის მათი სრულყოფილი გააზრება შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ჩვენი გუნდის წევრები ძალიან კარგად ერკვევიან მათში და შეუძლიათ თარგმნონ ისინი იმ ენაზე, რომელიც გესმით და გამოიყენებთ თქვენს ფინანსურ ანგარიშგებაში.